სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დელეგაცია სასწავლო ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფებოდა
05.12.2019
  
 
image.JPG






















25-27 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დელეგაცია სასწავლო ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფებოდა. სასწავლო ტურის ორგანიზატორი იყო ევროკავშირის TAIEX პროგრამა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, თავმჯდომარის მოადგილე კახი დემეტრაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი გულისაშვილი.
სასწავლო ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საჯარო შესყიდვების სფეროში ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, საჯარო შესყიდვების თემატიკაზე ახალი ევრო-დირექტივების იმპლემენტაციის გამოცდილების გაზიარება, ახლად დანერგილი ენერგო-ეფექტურობის, “მწვანე შესყიდვების” და მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობის უზრუნველყოფის რეგულაციები, ასევე ელექტრონული სერვისების, ცენტრალიზებული შესყიდვების გამოცდილების, კორუფციასთან ბრძოლის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვების განხორციელების და დავების განხილვის ადმინისტრაციული ორგანოს ინსტიტუციური მოწყობის გაცნობა.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს დელეგაციამ საქმიანი შეხვედრები გამართა და მოწინავე ევროპული გამოცდილება გაუზიარეს პორტუგალიის საჯარო შესყიდვების, უძრავი ქონებისა და მშენებლობის სახელმწიფო უწყებაში (IMPIC), პორტუგალიის ეროვნული საჯარო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ადმინისტრაციაში (eSPap), ასევე პორტუგალიის გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში (APA).