სიახლეები/განცხადებები   ინოვაციური პროდუქტების საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
22.01.2020
  
 
IMG_2015.JPG

მიმდინარე წლის 21 იანვარს ინოვაციური პროდუქტების საჯარო შესყიდვებთან  დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ევროკავშირის ტვინინგის პროექტის “საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება”, ასევე, საქართველოს ინოვაციებისადა ტექნოლოგიების სააგენტოსა ერთობლივი ორგანიზებით.
კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს ასოციაციებისა და სტარტაპების წარმომადგენლები.
ავსტრიელმა მაღალკვალიფიციურმა ექსპერტებმა ქართველ აუდიტორიას გააცნეს ევროკავშირში ინოვაციური მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სფეროში მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები, ასევე გაუზიარეს მათ საუკეთესო პრაქტიკა.