სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
17.04.2018
  
 
2018 წლის 16 აპრილის 19:54 საათიდან 17 აპრილის 07:00 საათამდე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომ – სისტემა) ფუნქციონირებდა შეფერხებით, რის გამოც სისტემაში ვერ ხერხდებოდა დოკუმენტების ატვირთვა (სატენდერო წინადადებების წარდგენას შეფერხება არ ჰქონია).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მიმართავს შემსყიდველ ორგანიზაციებს უზრუნველყონ, რომ პრეტენდენტებს, რომელთაც 2018 წლის 16 აპრილს ჰქონდათ შესაბამისი დოკუმენტაციის (დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი და სხვ.) წარდგენის ბოლო ვადა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღუდგინონ გაშვებული ვადა და მისცენ აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის საშუალება დაზუსტების პერიოდში არსებული ხარვეზის დროით.