სიახლეები/განცხადებები   მომხმარებელთა საყურადღებოდ !
23.01.2020
  
 
2020 წლის 22 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც, პრეტენდენტებმა რიგ ელექტრონულ ტენდერებში, შესაძლოა, ვერ მოახერხეს სატენდერო წინადადებების წარდგენა და ელექტრონულ ტენდერებს მიენიჭა ტენდერის სტატუსი „წინადადებების მიღება დასრულებულია“.  შესაბამისად, საჯარო გახდა პრეტენდენტების ვინაობა და სატენდერო წინადადება, რის გამოც ვერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ ელექტრონულ ტენდერებში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადის შესაბამისი პერიოდით გაგრძელების შესახებ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, სააგენტომ საჭიროდ მიიჩნია ზემოაღნიშნული ელექტრონული ტენდერების შეწყვეტა, რასთან დაკავშირებითაც, მიღებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 იანვრის №287 განკარგულება.
გთხოვთ იხილოს მიმაგრებული ფაილი და იხელმძღვანელოთ ზემოაღნიშნული განკარგულების შესაბამისად.

მიბმული ფაილები