სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „გრანდმშენი“
07.02.2020
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „გრანდმშენი“
 
შპს „გრანდმშენი“
ს/ნ: 439407312 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2020 წლის 21 იანვარს წარმოდგენილ იქნა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 2020 წლის 21 იანვრის №01/328 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №730), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „გრანდმშენის“ (ს/ნ: 439407312) მიერ NAT190014559 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2019 წლის 27 აგვისტოს №0300/30/210 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.