სიახლეები/განცხადებები   თბილისში, „სახელმწიფო სერვისების მიწოდების დროს ღია მონაცემების სტანდარტების შემოღება/განვითარების“
18.04.2018
  
 
1.JPG

17 აპრილს თბილისში, „სახელმწიფო სერვისების მიწოდების დროს ღია მონაცემების სტანდარტების (OCDS) შემოღება/განვითარების“ თემატიკაზე საერთაშორისო სემინარი გაიმართა. სემინარი ჩატარდა ღია მმართველობის-პარტნიორობის (OPEN GOVERNMENT PARTNERSHIP)  ფარგლებში. სემინარს სხვადასხვა უწყების 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
სემინარის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოში მოწინავე თანამედროვე კონცეფციის „ღია მონაცემები და ღია კონტრაქტები“ პოპულარიზაცია და მათი რეალურ პრაქტიკაში განხორციელების გზების დასახვა.
საერთაშორისო პარტნიორების აღიარებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო წარმოადგენს უდაო ლიდერს ქვეყანაში ახალი მიდგომების დანერგვაში და   ინოვაციების შემდგომ იმპლემენტირებაში სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს დახმარებას გაუწევს.
სემინარის ორგანიზატორები იყვნენ: მსოფლიო ბანკი, OGP-ის საქართველოს სამდივნო; ბრიტანული საერთაშორისო ალიანსი „OPEN CONTRACTING PARTNERSHIP“, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.