სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირთა საყურადღებოდ !
02.04.2020
  
 
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №619 განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ცვლილება განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“.
ხსენებული წესის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დასაშვებია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების ოდენობის გაზრდა არაუმეტეს 10%-ისა, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამშენებლო მასალების ხარჯის ზრდის დაფინანსების გათვალისწინებით, აგრეთვე დასაშვებია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №619 განკარგულებით დადგენილი წესით. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვაზე.
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ განხორციელებული ზემოხსენებული ცვლილებები ძალაში შედის 2020 წლის 3 აპრილიდან.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილები.

მიბმული ფაილი 1

მიბმული ფაილი 2