სიახლეები/განცხადებები   საზოგადოებივ მაუწყებელზე „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ იწყება
19.06.2020
  
 
22 ივნისიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და „საზოგადოებრივი მაუწყებლი“ ახალ, ერთობლივ ტელეპროექტს - „სახელმწიფო შესყიდვების კურსს“ იწყებენ. კურსს გაუძღვებიან  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  კომპეტენტური პირები, რომლებიც პედაგოგიური გამოცდილების გარდა, უშუალოდ არიან ჩართულები  სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული   გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.  ტელე-კურსის  სასწავლო თემატიკა   10 ბლოკად   იქნება დაყოფილი.

კურსი დააინტერესებს როგორც დარგის სპეციალისტებს, სტუდენტებს, ასევე იმ პირებს, ვისაც სურს თავისი სამსახურეობრივი კარიერა მომავალში დაუკავშიროს სახელმწიფო შესყიდვებს. კურსის მოსმენის შემდგომ, ამ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ტესტირება და მიიღონ სათანადო სერტიფიკატი. ტელესკოლა ასევე დააინტერესებს  ბიზნესისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს. ტელე-პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვა სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით.

22 ივნისიდან, 12:30 საათზე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, არ გამოტოვოთ „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ პირველ არხზე.


დამატებითი ინფორმაცისათვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი.


იხილეთ ვიდეო.