სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „ბილდერ გრუპი“
09.07.2020
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ბილდერ გრუპი“
 
პს „ბილდერ გრუპი“
ს/ნ: 405004427

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2020 წლის 17 და 29 ივნისს წარმოდგენილ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 ივნისის № 7757-2 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 5744) და 2020 წლის 29 ივნისის № 8658-2 დაზუსტებული წერილობით შეტყობინება (რეგისტრაციის № 6050), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ბილდერ გრუპის“ (ს/ნ: 405004427) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2020 წლის 20 მაისის № 15/ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR200070088) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.