სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „ეგლო ჯორჯია +“
06.08.2020
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ეგლო ჯორჯია +“

შპს „ეგლო ჯორჯია +“
ს/ნ: 406247529

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2020 წლის 14 ივლისს წარმოდგენილ იქნა სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ 2020 წლის 14 ივლისის № MES 1 20 0000597634 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 6506), რომლითაც სააგენტოს ეცნობა NAT190018380 ელექტრონული ტენდერიდან შპს „ეგლო ჯორჯია +“-ის (ს/ნ: 406247529) დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.