სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
22.10.2020
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს 2021 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი აკუმულატორების საჭირო კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას. გთხოვთ, კონსოლიდირებული ტენდერის მენეჯმენტის სისტემაში (ctd.spa.ge) მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: რა რაოდენობისა და პარამეტრების მქონე აკუმულატორების შესყიდვას აპირებთ, 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
 
გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე                            და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ თანდართული ცხრილის ველები.  
 
 ინფორმაცია წარმოადგინეთ:
ა)  ctd.spa.ge მენეჯმენტის სისტემის მეშვეობით, არაუგვიანეს 2020 წლის 02 ნოემბრისა;
ბ) იმ შემთხვევაში თუ ctd.spa.ge მენეჯმენტის სისტემის ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული თქვენთვის სასურველი ტექნიკური პარამეტრების მქონე აკუმულატორი, ან მოცემულ ტექნიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე სახის შენიშვნა გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Lkirvalidze@spa.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 571 255 255 ლაშა კირვალიძე;