სიახლეები/განცხადებები   ტრენინგი “სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსი“ სახელმწიფო უწყებების შესყიდვების სპეციალისტებისათვის
12.11.2020
  
 
2020 წლის 16 ნოემბრიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით, ამავე უწყების სასწავლო ცენტრი ჩაატარებს ტრენინგებს „სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსი“, სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ-ების, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის. ტრენინგი წარიმართება ZOOM პლატფორმის საშუალებით, ხანგრძლივობა შეადგენს 5 სამუშაო დღეს, ხოლო თითოეულ ჯგუფში იქნება 24 მსმენელი.
 
ტრენინგს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია:

http://procurement.gov.ge/TrainingCenter/training/registration.aspx
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
 
ტელ: 577 570 577 თინათინ ალენი
555 20 02 53 ნათია ბედენაშვილი
577 24 44 28 ნინო ჭავჭავაძე
ელ.ფოსტა: training.center@spa.ge