სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
31.12.2020
  
 
გაცნობებთ, რომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების აუცილებლობის გათვალისწინებითა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის დაცვით, აგრეთვე,  „2020-2021 წლების განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2394 განკარგულების მე-5 პუნქტის საფუძველზე, სატელევიზიო არხების თანხმობისა და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით (იხ. ოქმები NCON200000162-2; NCON200000163-3; NCON200000164-3), სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) 2020-2021 წლების კონსოლიდირებული ტენდერების (CON200000162; CON200000163; CON200000164) ფარგლებში მომსახურების ვადა გაგრძელდა 2021 წლის ახალი კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 15 აპრილის ჩათვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, 2021 წლის განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გასაფორმებლად მიმართოთ წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერებში (CON200000162; CON200000163; CON200000164) გამარჯვებულ მიმწოდებლებს.

ოქმი N1

ოქმი N2

ოქმი N3