სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „გრინ გეორგია“
09.02.2021
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „გრინ გეორგია“

შპს „გრინ გეორგია“
ს/ნ: 445479438


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2020 წლის 30 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 30 დეკემბრის № 12-01203652058 და № 12-01203652053 წერილობითი შეტყობინებები (რეგისტრაციის № 12306 და № 12307), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „გრინ გეორგიას“ (ს/ნ: 445479438) მიერ NAT190008458 და NAT190008455 ელექტრონული ტენდერების საშუალებით დადებული 2019 წლის 5 და 14 ივნისის № 03.01/30/240 და № 03.01/30/245 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვებთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.