სიახლეები/განცხადებები   ტრენინგი “სიახლეები სახელმწიფო შესყიდვებში“ შესყიდვების სპეციალისტებისათვის
06.07.2018
  
 
ტრენინგი “სიახლეები სახელმწიფო  შესყიდვებში“   შესყიდვების  სპეციალისტებისათვის
(გადამზადებული მსმენელებისთვის)
 
2014 წლის ოქტომბრიდან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, საჯარო სექტორის უწყებების/ორგანიზაციების შესყიდვების სპეციალისტების გადამზადების მიზნით, შეიქმნა სააგენტოსსასწავლო ცენტრი. მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს სპეციალისტების გადამზადება. ამის პარალელურად, საჯარო შესყიდვების სფეროში განხორციელდა უამრავი ცვლილება.
სწორედ ამიტომ, 2018 წლის 6 ივლისს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, ამავე უწყების სასწავლო ცენტრში, ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი, სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული სსიპ - ები, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ. შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც წინა წლებში უკვე გაიარეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტრენინგი „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ და მიეცათ ახალი შესაძლებლობა სააგენტოს მაღალკვალიფიური ტრენერების დახმარებით გაეცნონ სახელმწიფო შესყიდვების სფეროს სიახლეებს. იხილეთ ფოტო გალერეა

Image may contain: 4 people, people smiling, people sitting, table and indoor