სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – ი.მ. მარინე მანაშეროვა
15.03.2021
  
 
საჯარო შეტყობინება – ი.მ. მარინე მანაშეროვა

ი.მ. მარინე მანაშეროვა
პირადი №01006001948


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2021 წლის 5 თებერვალს წარმოდგენილ იქნა სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ 2021 წლის 5 თებერვლის № 03/1556 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 1015), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ი.მ. მარინე მანაშეროვას (პირადი № 01006001948) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2020 წლის 15 და 19 დეკემბრის №270601/11 და №270601/12 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით (CMR200147867 და CMR200148884) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.