სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ უწყებებსა და ორგანიზაციებს
01.12.2017
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების 2020 (HICD 2020) პროექტის ხელშეწყობით, შეიმუშავა და გეგმავს სამოქმედოდ შემოიღოს „სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი“ სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ქცევის საერთო წესების დასადგენად, რათა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში დაცულ იქნას პროფესიულ-ეთიკური სტანდარტები.
გთხოვთ, „სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი“-ს სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით გამართულ  ცერემონიალზე დასასწრებად, მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, 12:00 საათზე, მოავლინოთ თქვენი ორგანიზაციის სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი სპეციალისტი, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრის მე-6 პავილიონში (მის: თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. #118).