სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
11.10.2018
  
 
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე 2019 წლის 1 იანვრიდან - 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მედიკამენტების კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მოსამზადებელი ღონისძიებები.

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2018 წლის 17 ოქტომბრისა, აღნიშნულ მეილზე pharm2019@spa.gov.ge მოგვაწოდოთ შევსებული ცხრილები იმ მედიკამენტების (CPV 33600000 - ფარმაცევტული პროდუქტები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2019 წლის სახსრებით.

ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა თანდართულ ფაილებში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.

N1 ცხრილის შესაბამისად წარმოგვიდგინეთ ინფორმაცია პროგნოზირებადი მედიკამენტების შესახებ, რომელთა შესყიდვა და შესყიდვის მოცულობა უნდა იყოს 2019 წლის საჭიროებასთან მაქსიმალურად მიახლოებული.

N2 ცხრილის შესაბამისად წარმოგვიდგინეთ ინფორმაცია იმ არაპროგნოზირებადი მედიკამენტების შესახებ, რომელთა შესყიდვაც შესაძლოა დაგჭირდეთ 2019 წლის განმავლობაში, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ახერხებთ რაოდენობის ზუსტად დაგეგმვას.
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზირებადი და არაპროგნოზირებადი მედიკამენტების თანაფარდობა (დასახელებების რაოდენობის მიხედვით) უნდა შეესაბამებოდეს 80%/20%-ზე.

იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის სასურველი დასახელების ან/და ფორმის მოძიება ცხრილებში არსებული ჩამონათვალიდან  შეუძლებელია, ინფორმაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტში.

გაითვალისწინეთ, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენას არ ექვემდებარება.

ამასთანავე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინფორმაცია შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელების/აქტიური ნივთიერების მიხედვით.

წარმოდგენილი გეგმების აგრეგირებისა და გაანალიზების საფუძველზე, მოგვიანებით გაცნობებთ, მიწოდების პერიოდს და იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელთა შესყიდვაც განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში.

ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტული პროდუქტების (CPV 33600000 - ფარმაცევტული პროდუქტები) შესყიდვის მიზნით იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერი, კვლავ განაგრძოთ თქვენი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და  წინამოსამაზადებელი სამუშაოები ზემოაღნიშნული პროდუქტის შესყიდვის მიზნით.

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ წინამდებარე წერილთან ერთად გადმოგზავნილი ფაილი.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ცხელი ხაზი: +322 248 48 22

ნინო გამრეკელი 598 380 780
+322 224 22 48  შიდა: 39 
 
მიბმული ფაილები