სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
23.10.2018
  
 
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე 2019 წლის 1 იანვრიდან - 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სამედიცინო სახარჯი მასალისა და აპარატურის (CPV 33100000 - სამედიცინო მოწყობილობები) კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მოსამზადებელი ღონისძიებები.
 
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2018 წლის 2 ნოემბრისა, კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის http://ctd.spa.ge მეშვეობით მოგვაწოდოთ ინფორმაცია, იმ სამედიცინო სახარჯი მასალისა და აპარატურის (CPV 33100000 - სამედიცინო მოწყობილობები)  შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2019 წლის სახსრებით.
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინფორმაცია შესასყიდ სამედიცინო სახარჯ მასალისა და აპარატურაზე (CPV 33100000 - სამედიცინო მოწყობილობები) მიუთითოთ მაქსმალურად დეტალურად (ყველა ტექნიკური პარამეტრის აღწერით, არსებობის შემთხვევაში თავსებადი მოდელ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენით, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების მითითებით (სერთიფიკატ(ებ)ი და ა.შ.), რაც შესაძლებლობას მოგვცემს ზუსტდ მოვხდინოთ თქვენი საჭიროებების იდენტიფიცირება.
 
მოგახსენებთ, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილი მახასიათებლებისა და მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება შესასყიდი სამედიცინო სახარჯი მასალისა და აპარატურის ერთგვაროვანი ობიექტების დაჯგუფება, მომწოდებლებთან მოთხოვნილი მახასიათებლების მქონე საქონლის მოძიება და სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ მონაცემები.
 
 
წარმოდგენილი გეგმების აგრეგირებისა და გაანალიზების საფუძველზე, მოგვიანებით გაცნობებთ, მიწოდების პერიოდს და იმ სამედიცინო სახარჯი მასალისა ან/და აპარატურის (CPV 33100000 - სამედიცინო მოწყობილობები) ჩამონათვალს, რომელთა შესყიდვაც განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში.
 
ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სახარჯი მასალისა და აპარატურის (CPV 33100000 - სამედიცინო მოწყობილობები) შესყიდვის მიზნით იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერი, კვლავ განაგრძოთ თქვენი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და  წინამოსამაზადებელი სამუშაოები ზემოაღნიშნული პროდუქტის შესყიდვის მიზნით.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ცხელი ხაზი: +322 248 48 22

ნინო გამრეკელი 598 380 780
+322 224 22 48  შიდა: 39