სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო-კერძო თანამშრომლობის (PPP ) თაობაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
21.03.2018
  
 
1.JPG

19-20 მარტს თბილისში სახელმწიფო-კერძო თანამშრომლობის (PPP ) თაობაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებმა, სხვა დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მერიების წარმომადგენლებმა. კონფერენცია ორგანიზებული იყო საქარველოში აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და აშშ-ის საელჩოს მიერ. კონფერენციის მიზანი იყო, სახელმწიფო სექტორის შესაბამისი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების პასუხისმგებელი თანამშრომლებისთვის PPP-ისა და კონცესიების კონცეფციების თაობაზე, თანამედროვე მიდგომებზე ინფორმაციის მიწოდება, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.