სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადება
29.01.2019
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნატურალური თაფლის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადებული იქნა შესაბამისი - კონკრეტულად ნატურალური თაფლის კლასიფიკატორის კოდით.  შესაბამისად, ყველა სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, 597 სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს გაეგზავნა ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების შესახებ.ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, მასში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი. 
ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტედენტის შერჩევა/შეფასება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე. 
მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავი შეიკავონ ტენდერის დასრულებამდე საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და სატენდერო პროცესის არასწორი ინტერპეტაციისგან.