სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – ი.მ. ედუარდ საჰარიან
19.02.2019
  
 
საჯარო შეტყობინება – ი.მ. ედუარდ საჰარიან

ი.მ. ედუარდ საჰარიან პირადი №07001010982

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2019 წლის 1 თებერვალს წარმოდგენილ იქნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1 თებერვლის №595/13 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 1198), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ი.მ. ედუარდ საჰარიანის (პირადი № 07001010982) მიერ NAT170010299 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2017 წლის 12 ოქტომბრის № 91 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.