სიახლეები/განცხადებები   უწყებათაშორისი კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართა
18.04.2019
  
 
IMG_0592.JPG






















18 აპრილს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში უწყებათაშორისი კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართა. აღნიშნული კომისია შეიქმნა სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საკანონმდებლო ბაზის შემუშავების მიზნით. სხდომაზე განიხილეს ნატოს პროექტის ექსპერტების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებები. კანონპროექტის პრეზენტაციით წარსდგა ევროპელი ექსპერტი ერიქს მეზალისი.  წარდგენილი კანონპროექტი კომისიამ მოიწონა. სხდომაზე გადაწყდა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს შესყიდვების მარეგულირებელი კანონპროექტი და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მომზადდება მიმდინარე წლის ივნისამდე.