სიახლეები/განცხადებები   ტრენინგი “სიახლეები სახელმწიფო შესყიდვებში“ შესყიდვების სპეციალისტებისათვის
23.03.2018
  
 
ტრენინგი “სიახლეები სახელმწიფო  შესყიდვებში“   შესყიდვების  სპეციალისტებისათვის
 
2014 წლის ოქტომბრიდან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, საჯარო სექტორის უწყებების/ორგანიზაციების შესყიდვების სპეციალისტების გადამზადების მიზნით, შეიქმნა სააგენტოსსასწავლო ცენტრი. მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს სპეციალისტების გადამზადება. ამის პარალელურად, საჯარო შესყიდვების სფეროში განხორციელდა უამრავი ცვლილება.
სწორედ ამიტომ, 2018 წლის მაისიდან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, ამავე უწყების სასწავლო ცენტრში, ჩატარდება ერთდღიანი ტრენინგები, სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული სსიპ - ები, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ. შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც წინა წლებში უკვე გაიარეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტრენინგი „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ და ეძლევათ ახალი შესაძლებლობა სააგენტოს მაღალკვალიფიური ტრენერების დახმარებით გაეცნონ სახელმწიფო შესყიდვების სფეროს სიახლეებს.
 
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია:
 
http://www.procurement.gov.ge/TrainingCenter/training/registration.aspx
 
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
ნათია ბედენაშვილი
555 200 253