სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
24.04.2019
  
 
სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვის მიზნით, იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2019 წლის 12 აპრილს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერების CON19000061 და CON19000062 დანართი N3-ით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების ჩამონათვალში, გეძლევათ რეკომენდაცია, განახორციელოთ შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ამასთან, იმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომელთა სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესყიდვა მონეტარული ზღვრიდან გამომდინარე ექვემდებარება ელექტრონულ ტენდერს, გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის მიზნით მიმართონ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვების შეთანხმების სამსახურს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ შესყიდვაზე დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევის ვადა უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისა და გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისა და გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენის შემთხვევაში, დაზღვევის მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულ მიმწოდებლებთან (რისი სამართლებრივი საფუძველიც უნდა იქნას გათვალისწინებული მხარეთა მიერ შესაბამის ხელშეკრულებაში). 
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2019 წლის 12 აპრილს გამოცხადებულ კონსოლიდირებული ტენდერებში CON19000061 და CON19000062 გამოვლინდა გამარჯვებული - სს სადაზღვევო კომპანია ალფა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, გთხოვთ, დროულად მიმართოთ სს სადაზღვევო კომპანია ალფას ქვემოთ მოცემულ სარჩევში მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე (სარჩევში მოცემულია CON19000061 და CON19000062 კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში დასაზღვევი ორგანიზაციების ჩამონათვალი და მზღვეველის საკონტაქტო ინფორმაცია, შემსყიდველი ორგანიზაციების მიხედვით, რომელზეც უნდა მიმართონ მას).

მიბმული ფაილები