სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
10.06.2019
  
 
გაცნობებთ, რომ 2019 წლის 13 ივნისიდან CMR მოდულში ანგარიშის რეგისტრაციისას სავალდებულო ხდება ასატვირთი დოკუმენტის ტიპის მითითება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N 424 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საბიუჯეტო ორგანიზაცია ვალდებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების მონაცემები ელექტრონული ხაზინის სისტემაში განათავსოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ხელშეკრულების ატვირთვისთანავე.

გთხოვთ, CMR მოდულში მ CMR მოდულში ანგარიშის რეგისტრაციისას კორექტულად მიუთითოთ ასატვირთი დოკუმენტის ტიპი - „ხელშეკრულება“ ან „გათანაბრებული დოკუმენტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ორგანიზაცია ვალდებული იქნება არასწორად ატვირთული დოკუმენტი ასახოს ელექტრონული ხაზინის სისტემაში, რაც გამოიწვევს ერთის მხრივ, დამტკიცებული წლიური ასიგნებების არამიზნობრივ გამოყენებას, მეორეს მხრივ, შექმნის გაწეული ხარჯების გაორმაგების საფრთხეს. 
ამასთან, CMR მოდულში ზემოაღნიშნული დოკუმენტის ტიპის მითითების ვალდებულება გააჩნიათ ასევე იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებიც ანგარიშსწორებას არ ახორციელებენ ელექტრონული ხაზინის სისტემის მეშვეობით.
 

ასევე გაცნობებთ, რომ 2019 წლის 13 ივნისიდან, იმ შემთხვევაში თუ ხორციელდება არაერთგვაროვანი (სხვადასხვა დანაყოფის) ობიექტების შესყიდვა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, აუცილებელია CMR მოდულის ველში - „თანხები CPV-ის მიხედვით“  თითოეული, არაერთგვაროვანი (სხვადასხვა დანაყოფის) CPV კოდების შესაბამისი თანხების დაფიქსირება.