სიახლეები/განცხადებები   ქართველი მოსამართლეებისთვის სასწავლო ვიზიტი მოეწყო
18.06.2019
  
 
IMG_0960-(1).JPG






















მიმდინარე წლის 15-16 ივნისს, ევროკავშირის პროექტის “საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება” ფარგლებში მოეწყო გასვლითი ღონისძიება - სასწავლო ვიზიტი ქართველი მოსამართლეებისთვის. აღნიშნული სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა სასამართლო ხელისუფლებიდან ქართველი კოლეგებისთვის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საჯარო შესყიდვების სფეროში მიმდინარე სამართლებრივ რეფორმებზე, დამკვიდრებულ ახალ მიდგომებზე, ასევე, დავების განხილვის პროცედურების კუთხით. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები მოსამართლეებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა გაუზიარეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.
მოწვეულ სპიკერთა შორის იყვნენ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს  სლოვენიელი მოსამართლე ბ-ნი მირო პრეკი და ავსტრიის ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე ქ-ნი კარინ შნაბლი.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლებმა.