სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – ფ.პ. ტარიელ მჭედლიშვილი
18.06.2019
  
 
საჯარო შეტყობინება – ფ.პ. ტარიელ მჭედლიშვილი
ფ.პ. ტარიელ მჭედლიშვილი
პირადი №35001112101 
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2019 წლის 3 და 10 ივნისს წარმოდგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქონების მართვის სააგენტოს“ 2019 წლის 3 ივნისის № 61-0119154516  (რეგისტრაციის №5893) წერილობითი და 2019 წლის 10 ივნისის №61-01191611735 (რეგისტრაციის №6132) დაზუსტებული წერილობითი შეტყობინებები, რომლებითაც სააგენტოს ეცნობა ფ.პ. ტარიელ მჭედლიშვილის (პირადი №35001112101) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2019 წლის 14 იანვრის №09 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR190009024) ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.