სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – ი.მ. ბექა ხალათაშვილი
25.06.2019
  
 
საჯარო შეტყობინება – ი.მ. ბექა ხალათაშვილი
 
ი.მ. ბექა ხალათაშვილი პირადი № 13001044536

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2019 წლის 7 და 15 მაისს წარმოდგენილ იქნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1 მაისის №05/2236 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №4901) და 2019 წლის 15 მაისის № 05/2486 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 5220), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა ი.მ. ბექა ხალათაშვილის (პირადი №13001044536) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2019 წლის 28 მარტის № 37 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR190071687) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.