სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „იბერი“
11.07.2019
    
 
საჯარო შეტყობინება – შპს „იბერი“

შპს „იბერი“ ს/ნ: 405192508

ახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2019 წლის 28 ივნისსა და 3 ივლისს წარმოდგენილ იქნა სსიპ – კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ 2019 წლის 28 ივნისის № MES91900871482 (რეგისტრაციის №7032) წერილობითი და 2019 წლის 3 ივლისის №MES81900890435 (რეგისტრაციის №7174) დაზუსტებული წერილობითი შეტყობინებები, რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „იბერის“ (ს/ნ: 405192508) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2019 წლის 31 მაისის № 55 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR190105203) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.