სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – ი.მ. გოჩა ირემაძე
24.07.2019
  
 
საჯარო შეტყობინება – ი.მ. გოჩა ირემაძე

ი.მ. გოჩა ირემაძე პირადი №46001010298

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2019 წლის 8 ივლისს წარმოდგენილ იქნა სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ 2019 წლის 8 აპრილის № 01/9304 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 7382), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ი.მ. გოჩა ირემაძის (პირადი № 46001010298) მიერ SPA180006369 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2018 წლის 8 აგვისტოს №181 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.