სიახლეები/განცხადებები   ინფორმაცია 2020 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთების შესყიდვის შესახებ
24.10.2019
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ !
სახელწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებას. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ძრავის ზეთის და ზეთის ფილტრების სერვისცენტრებში გამოცვლა (თბილისი, თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, ახალციხე) ასევე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ზეთის ადგილზე მიწოდება (კასრებით ერთჯერადად არანაკლებ 200 ლიტრისა). გთხოვთ, CTD მოდულის ცხრილში შეავსოთ ძრავის ზეთის მხოლოდ ის მოცულობა, რომლის შეცვლასაც გეგმავთ 2020 წლის განმავლობაში გამარჯვებული კომპანიის სერვისცენტრებში, ხოლო ელექტრონულ ფოსტაზე Lkirvalidze@spa.ge მოგვწერეთ შემოთავაზებული ზეთების ის რაოდენობა, რომელთა შესყიდვასაც აპირებთ (კასრებით, ერთჯერადად არანაკლებ 200 ლიტრისა).
 
გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე                            და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ თანდართული ცხრილის ველები.   
 
 ინფორმაცია წარმოადგინეთ:
ა) იმ ზეთის შესახებ ინფორმაცია, რომლის გამოცვლაც უნდა მოხდეს სერვისცენტრში წარმოადგინეთ CTD-მოდულში, ხოლო კასრებით მიწოდების რაოდენობა, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - Lkirvalidze@spa.ge;
ბ) არაუგვიანეს 2019 წლის 31 ოქტობრისა;
გ) ინფორმაციის მოწოდების პროცესში ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე 571 255 255 ლაშა კირვალიძე;
ზუსტი ინფორმაციის მოწოდების მიზნით, გთხოვთ, მოცემულ ბმულზე იხილოთ ინფორმაცია ძრავის ზეთების სატრანსპორტო საშუალებასთან თავსებადობისა და მათი სრული ტექნიკური მახასიათებლების შესახებ

იხ. ბმული