სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოში არგენტინის იუსტიციის სამინისტროს “Open Justice”-ის დეპარტამენტის
21.09.2016
  
 
IMG_4933-(2).JPG

20 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არგენტინის იუსტიციის სამინისტროს “Open Justice”-ის დეპარტამენტის დირექტორმა სანდრა ელენამ და მისმა თანაშემწემ, მარტინ ბორელიმ შეხვედრა გამართეს. სტუმრები სააგენტოს ინფორმაციების ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ჯაიანმა მიიღო.
შეხვედრაზე სტუმრები დაინტერესდნენ წარმატებით განხორციელებული რეფორმების საკითხით, ასევე ერთიანი ელექტრონული სისტემის განვითარების ეტაპებით, საუბარი შეეხო ახალ ელექტრონულ სერვისებს, შესყიდვების საშუალებებს და სისტემის გამჭირვალობის თემატიკას.