სიახლეები/განცხადებები   ქ. ქუთაისში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა - მეორე ფაზა
13.11.2014

1843

 

მოწვევა ტენდერში მონაწილეობის შესახებ

 

თარიღი:

13 ნოემბერი, 2014

სესხის ნომერი და დასახელება

3078-GEO: საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - მე-3 ტრანში

კონტრაქტის ნომერი და დასახელება:

P43405-ICB-KUT-01, ქ. ქუთაისში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა - მეორე ფაზა

წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:

29 დეკემბერი, 2014, 16:00 სთ (ადგილობრივი დრო)

 

 

1.            ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამის - მე-3 ტრანშის, ღირებულების უზრუნვეყოფის მიზნით, საქართველომ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკიდან (ADB). აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოხსენებული კონტრაქტის დასაფინანსებლად. საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან, რომელთა სიაც მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (მეხუთე ნაწილში).  

 

2.            შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (შემდგომში „დამქირავებელი“) აცხადებს დალუქული სატენდერო წინადადების მიღებას უფლებამოსილი პრეტენდენტებისგან, ქ. ქუთაისში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობაზე. პროექტი მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: ორი საქაჩი სადგურის მშენებლობას, ერთი რეზერვუარის (ორი განაყოფით) 2,000 მ3 მშენებლობას და 196 კმ. ახალი წყლის მილების მოწყობას.

სამუშაოების სავარაუდო ხანგრძლივობა არის 1095 დღე.

 

3. საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობა (ICB) წარიმართება აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთ-კონვერტიანი (წინასაკვალიფიკაციო შერჩევის გარეშე) სატენდერო პროცედურების შესაბამისად. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა პრეტენდენტს უფლებამოსილი ქვეყნიდან, რომლის ჩამონათვალი მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

 

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:

-          საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა: მინიმუმ 28 მილიონი აშშ დოლარის (ან ექვივალენტი) ოდენობის საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა, რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს სრული დადასტურებული გადახდებით, მიღებული ბოლო სამ წელიწადში მიმდინარე ან დასრულებულ კონტრაქტებიდან (ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში: თითოეული პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი მოთხოვნის 25%-ს, ხოლო ერთი პარტნიორი 40%-ს);

-         ფინანსური რესურსები:  პრეტენდეტნმა უნდა დაადასტუროს ლიკვიდური აქტივების ან საკრედიტო ხაზის არსებობა, ან სხვა ფინანსურ რესურსებთან ხელმისაწვდომობა, რათა პრეტენდენტმა დააკმაყოფილოს ფინანსური რესურსის  მოთხოვნა: (ა) მისი მიმდინარე საკონტრაქტო ღირებულება, მითითებული ფორმაში FIN-4, 100% უნდა იყოს დაკმაყოფილებული შესაბამისი პარტნიორის მიერ, და (ბ) მოცემული კონტრაქტისთვის უნდა ჰქონდეს წვდომა საკრედიტო ხაზთან ან სხვა ფინანსურ რესურსებთან 4,7 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით (ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში: თითოეული პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნის 25%-ს ხოლო ერთი პარტნიორი მოთხოვნის 40%-ს);

-         მსგავსი მოცულობისა და ხასიათის ხელშეკრულებები: პრედენტენტს ბოლო 5 წლის განმავლობაში წარმატებით უნდა ჰქონდეს განხორციელებული მინიმუმ 1 ანალოგიური ხელშეკრულება, რომლის ღირებულება შეადგენს 45 მილიონ აშშ დოლარის ექვივალენტს, სადაც პრეტენდენტი გამოდიოდა კონტრაქტორად, მენეჯმენტ კონტრაქტორად ან ქვეკონტრაქტორად; მოცემული ხელშეკრულებები წინადადების წარმოდგენისას უნდა იყოს არსებითად ან სრულად დასრულებული. კონტრაქტები ანალოგიურად ჩაითვლება ხელშეკურლების მოცულობის, სამუშაოების ტიპის, სირთულის, მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, რაც დეტალურად მოცემულია დამსაქმებლის მოთხოვნებში (სატენდერო დოკუმენტაციის მეექვსე ნაწილი).

4. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, პრეტენდენტები უნდა დაუკავშირდნენ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ შემდეგ მისამართზე:

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“

0186, ვაჟა-ფშაველას გამზირი 76, თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 32) 291 90 60

ელექტრონული ფოსტის მისამართი: m. shalamberidze@water.gov.ge, i.mazanishvili@water.gov.ge

5.      სატენდერო დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე შესაძენად, უფლებამოსილმა პრეტენდენტებმა უნდა უზრუნველყონ:

·        ქ. ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის - მეორე ფაზა, სატენდერო დოკუმენტაციის (ნომერი: P43405-ICB-KUT-01) მოთხოვნის შესახებ წერილის გამოგზავნა ზემოაღნიშნულ მისამართზე;

·        350 აშშ დოლარის ან 600 ლარის ოდენობის აუნაზღაურებელი გადასახადის გადახდა აღნიშნული დოკუმენტაციის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მისაღებად ან 500 აშშ დოლარის ან 800 ლარის ოდენობის აუნაზღაურებელი გადასახადის გადახდა, დოკუმენტაციის კურიერის მეშვეობით მიღების შემთხვევაში.

ელექტრონული გადარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სს ლიბერთი ბანკი, ცენტრალური ფილიალი

SWIFT კოდი:                     LBRTGE22

ანგარიშის ნომერი:             GE67LB0113123325230095 GEL

GE40LB0113123325230096 USD

სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ელექტრონული გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის და მოთხოვნის წერილის წარმოდგენის შემდეგ. ალტერნატივის სახით, წერილობითი მოთხოვნის წარდგენისა და გადასახადის უზრუნვეყლოფის შემდეგ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურიერის მეშვეობით გაუგზავნის სატენდერო დოკუმენტაციას დაინტერესებულ პრეტენდენტებს. სატენდერო დოკუმენტაცია გაიცემა დაბეჭდილი ფორმატით (ელექტორნული ვერსიის გაცემაც მოხდება, თუმცა ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს შორის არსებული შეუსაბამოების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ბეჭდურ ვერსიას).

 

6. წარმოადგინეთ თქვენი სატენდერო წინადადება:

·        ზემოაღნიშნულ მისამართზე

·        2014  წლის 29 დეკემბრის 16:00 საათზე (ადგილობრივი დროით) ან უფრო ადრე

·        სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან ერთად.      

სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება უშუალოდ მათი მიღების ბოლო ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტის მიერ შერჩეული წარმომადგენლის თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ დასწრებას.