სიახლეები/განცხადებები   ლევან რაზმაძე სატრანსპორტო სფეროში დასაქმებული მიმწოდებლებს შეხვდება
01.05.2017
  
 
3 მაისს 15:00 საათზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდება. ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით პრეტენზიების მქონე ბიზნესმენების კონკრეტული შემთხვევების (ქეისები) განხილვა შეხვედრაზე შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოხდება. 
შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8).
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 2 მაისის ჩათვლით გამოაგზავნონ კონკრეტული ქეისები და დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს, ნომერზე: 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge.
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ.  აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.