სიახლეები/განცხადებები   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება
30.01.2018
  
 
1. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ 2018 წლის პირველი მაისიდან სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ყველა ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს, მონაწილე  სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი საქართველოში რეგისტრირებული მიმწოდებლების მიმართ ერთ-ერთი სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა  იქნება ბოლო ერთი წლის  აუდირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთან, ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩატარებული უნდა იყოს ისეთი აუდიტორული ფირმის მიერ, რომელთანაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ სამსახური) მიერ განხორციელებულია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი (შემდგომში მონიტორინგი) და სამსახურის უფროსის ბრძანებით აუდიტორულ ფირმას მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მინიჭებული აქვს პირველი ან მეორე  კატეგორიის დასკვნითი შეფასება ან მესამე კატეგორიის დასკვნითი შეფასება თუ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი არ წარმოადგენს საზოგადოებრივი დაინტერესების პირს (სდპ).

2. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ 2018 წლის 1 მაისიდან სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ყველა ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს, მონაწილე  სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი საზღვარგარეთ  რეგისტრირებული მიმწოდებლების მიმართ ერთ-ერთი სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა  იქნება ბოლო ერთი წლის  აუდირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთან, ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩატარებული უნდა იყოს ისეთ ქსელში შემავალი ფირმის მიერ, რომელსაც საქართველოში ჰყავს წევრი წარმომადგენლობა ან ფილიალი რომელთანაც სამსახურის მიერ განხორციელებულია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და სამსახურის უფროსის ბრძანებით აუდიტორულ ფირმას მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მინიჭებული აქვს პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნითი შეფასება .