სიახლეები/განცხადებები   სადაზღვევო და საპენსიო მომსახურეობის სფეროში დასაქმებული მიმწოდებლების საყურადღებოდ!
16.11.2016
  
 
სადაზღვევო და საპენსიო მომსახურეობის სფეროში დასაქმებული მიმწოდებლების საყურადღებოდ!
 
2016 წლის 22 ნოემბერს 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება მეთხუთმეტე შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან  - სადაზღვევო და საპენსიო მომსახურეობის სფეროში მიმწოდებლები.
 
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 21 ნოემბრამდე დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს, ნომერზე: 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.
 
შემდეგი, მეთექვსმეტე შეხვედრა ჩატარდება 7 დეკემბერს და მოწვეულები იქნებიან გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების მიმწოდებლები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.