სიახლეები/განცხადებები   ლევან რაზმაძემ ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრა გამართა
02.02.2017
  
 
IMG_9962.JPG

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრა გამართა.  ღონისძიება  USAID Project Governing for Growth (G4G) in Georgia-ს მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრაზე პრეზენტირებული იყო ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის დებულებები. 

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტს წარედგინა. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ როგორც საკანონმდებლო სიახლეებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე. 

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ  განაცხადა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლიდან, ყოველ ორ კვირაში ერთხელ ბიზნესთან ჰქონდა შეხვედრები. ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა მთელი რიგი ის საკითხები, რომლებიც შეტანილია როგორც კანონქვემდებარე აქტებში, ისე რეკომედაციების სახით აისახა მეთოდური მითითებებში.


„ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ის რიგი საკითხები, რომლებიც ჩვენ შემდგომ გავიარეთ და შევიტანეთ როგორც კანონქვემდებარე აქტებში, ისე რეკომენდაციების სახით ავსახეთ მეთოდური მითითებებში. ამით ბიზნესს  სახელმწიფო შესყიდვების სფეროში უფრო მეტი მოქნილობის საშუალება მივეცით. ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვევალება, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა მაქსიმალურად დავუახლოვოთ ევროპულ კანონმდებლობას. აქედან გამომდინარე, გამარტივებული ელექტრონული შესყიდვა, როგორც შესყიდვის ერთ-ერთი ფორმა ამოღებულია ამ ჩამონათვლიდან, გაზრდილია ვადები, იგი უკავშირდება ახალ მონეტარულ ზღვრებს, რითაც მიიღწევა ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ. 
სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაიმართა.
შეხვედრის ფორმატში ბიზნესმენებს ქონდათ საშუალება მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ იხილოთ კანონპროექტის პრეზენტაცია,  თანდართული ფაილის სახით.

მიბმული ფაილები