სიახლეები/განცხადებები   საქართველოს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესაბამისი საპროექტო-სატენდერო დოკუმენტაციის
16.10.2014

1752

 

შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება

საქართველოს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესაბამისი საპროექტო-სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება და ზედამხედველობა

 

PP05-A3/GEP/CS/LCS/03

 

1.      2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის  მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით.

 

2.      საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით გეგმავს არსებული დაფინანსებიდან გამოყოს თანხა  საკონსულტაციო მომსახურებისათვის, საქართველოს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესაბამისი საპროექტო-სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებისა და ზედამხედველობისათვის.

 

3.      კომპანია შეირჩევა, შერჩევა უმცირესი ფასით (Least Cost Selection) აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურების მეშვეობით, განუსაზღვრელი მოწოდების დრო/განუსაზღვრელი რაოდენობა (IDIQ) კონტრაქტების გამოყენებით. შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია იხილოთ მოცემულ ბმულზე.  http://www.mcc.gov/pages/business/guidelines    

 

4.      დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.

 

            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო

            დიმიტრი ქემოკლიძე

            შესყიდვების დირექტორი

            Email:  procurement@mcageorgia.ge 

            dkemoklidze@mcageorgia.ge 

            Cc: nramishvili@mcageorgia.ge

 

            საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

            ათასწლეულის გამოქვევის ფონდი-საქართველო, მე-2 სართული, 223-ე ოთახი,

            დიმიტრი უზნაძის 52, თბილისი, საქართველო, 0102

 

5.      ადგილის დათვალიერება (სკოლების) დაგეგმილია 2014 წლის 30 ოქტომბერს. დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიებმა უნდა მიმართონ ათასწლეულის გამოქვევის ფონდი-საქართველოს შესყიდვების დეპარტამენტს.

 

6.      წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2014 წლის 31 ოქტომბერს, დღის 12:00 საათზე ადგილობრივი  დროით (GMT+4), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიბლიოთეკაში, მე-3 სართული დიმიტრი უზნაძის 52, თბილისი, საქართველო, 0102. წინასატენდერო შეხვედრაზე დასწრება რეკომენდირებულია, მაგრამ არ არის სავალდებულო. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა მიმართონ  ათასწლეულის გამოქვევის ფონდი-საქართველოს შესყიდვების დეპარტამენტს დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში და საშვების უზრუნველსაყოფად.

 

7.      სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 18 ნოემბერი, დღის 3:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4) მოცემულ მისამართზე:

 

            საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

              ათასწლეულის გამოქვევის ფონდი-საქართველო, მე-2 სართული, 223-ე ოთახი,

            დიმიტრი უზნაძის 52, თბილისი, საქართველო, 0102

 

 

 ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.