სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „გასტერ მასტერი“
19.08.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „გასტერ მასტერი“
 
შპს „გასტერ მასტერი“
ს/კ: 405055568


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 27 ივლისს წარმოდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 27 ივლისის №MIA51601871547 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №6496), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „გასტერ მასტერის“ (ს/კ: 405055568) მიერ SPA160009833 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 11 მაისის №101 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.