სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – ი.მ. გიორგი გიგუაშვილი
23.08.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – ი.მ. გიორგი გიგუაშვილი
 
ი.მ. გიორგი გიგუაშვილი
პირადი №59001015542
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 27 ივლისს წარმოდგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ 2016 წლის 27 ივლისის №07/1126 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №6508), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ი.მ. გიორგი გიგუაშვილის (პირადი №59001015542) მიერ SPA160015357 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 21 ივნისის №03/20/131-16 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.