სიახლეები/განცხადებები   სამშენებლო ბიზნესში დასაქმებული მიმწოდებლების საყურადღებოდ!
07.09.2016
  
 
სამშენებლო ბიზნესში დასაქმებული მიმწოდებლების საყურადღებოდ!
 
2016 წლის 13 სექტემბერს, 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის მეათე შეხვედრა ბიზნესმენებთან  - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სამშენებლო ბიზნესში დასაქმებული მიმწოდებლებთან.
შენიშვნა: ბიზნესმენებთან შეხვედრა 14 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის გამო, სამშაბათს, 13 სექტემბერს გაიმართება.
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 11 სექტემბრამდე დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს ნომერზე 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge
http://www.procurement.gov.ge/News/biz-sak-(5).aspx​ 
შემდეგი, მეთერთმეტე  შეხვედრა ჩატარდება 28 სექტემბერს და მოწვეულები იქნებიან ტანსაცმლის სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები. მომდევნო შეხვედრები დაგეგმილია ბეჭვდისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების, ასევე დასუთავებისა და სანიტარული ღონისძიებების სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.