სიახლეები/განცხადებები   საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამალ პროექტი No.43405
29.07.2014

1647

 

მოწვევა ინტერესის გამოხატვის შესახებ საკონსულტაციო მომსახურებაზე

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესახებ საზოგადოების გაცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ასამაღლებელი კამპანიის წარმართვა

 

ქვეყანა/სესხის მიმღები:                    საქართველო

 

პროექტის დასახელება:                           საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამალ პროექტი No.43405

აზიის განვითარების ბანკის

სესხის ნომერი:                                                          2749-GEO (SF)

 

განმახორციელებელი უწყება:                             საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

                                                                        (UWSCG)

საიდენტიფიკაციო ნომერი:                   UWSCG/USIIP/QBS/01-2014

 

 

პროექტის მოკლე აღწერა:              

საქართველომ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამის განსახორციელებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესახებ საზოგადოების გაცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ასამაღლებელი კამპანიის წარმმართველი კომპანიის დასაქირავებლად. 

საკონსულტაციო კომპანია პასუხისმგებელი იქნება პროექტის მიმდინარეობისას წამოჭრილ, საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, როგორიცაა საზოგადოებასთან ურთიერთობა, აუცილებელი ტრეინინგები, აბონენტთა მომსახურება და ზოგადი ურთიერთობები, ინფორმირებულობის დონის ამაღლება და მოთხოვნის კონტროლი. საქმიანობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარლება შემდეგი საკითხებით:

(i)  აბონენტთა ინფორმირება წყლისა და კანალიზაციის გასაუმჯობესებლად მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლებიც ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტით, თუ დონორების დაფინანსებით (ADB, EIB, IBRD და სხვ.);

(ii) ახალი აბონენტების იდენტიფიცირება;

(iii) პროექტის მოქმედების ფარგლებში, ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისობისა და საჭიროებების შეფასების ანალიზის ჩატარება;

(iv) მომხმარებელთა კმაყოფილების დონის გამოკითხვა და მათი მზაობა - მონაწილეობა მიიღონ კვლევაში;

(v) გავლენის შესუსტებისა და წყლის ეკონომიურად გამოყენების საჭიროება, მათ შორის ჯანმრთელობის გაუმჯობესება;

(vi) ინფომრაციის გავრცელება ბილინგისა და გადახდის ახალი სისტემების შესახებ;

(vii) მედია შესაძლებლობის გამოყენება, გენდერული თანასწორობა, მოსახლეობის ღარიბ ფენაზე ორიენტირება, მომხმარებელთა შეხედულებებისა და უკმაყოფილებების მხედველობაში მიღება.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ადგილობრივ კონსულტანტებს.

კონტრაქტის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 36 თვეს.

სავარაუდო ღირებულბაა 875 000 ლარი, მათ შორის 250 000 ლარი შეადგენს ე.წ. გაუთვალისწინებელ ხარჯს.

 

წყალმომარაგების კომპანია იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს  ზემოაღნიშნული მომსახურებაზე ინტერესის გამოსახატავად. საკონსულტაციო ფირმებს უნდა ქონდეთ ქვეყანაში საზოგადების ინფორმირების კამპანიის წარმართვის ინტენსიური გამოცდილება; კამპანიის სამოქმედო გეგმის, მათ შორის მედია გეგმის შემუშავების გამოცდილება; მსგავსი მოცულობის კონტრაქტებისათვის მოთხოვნილებების კონტრლისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებისათვის საჭირო ტრეინინგების ჩატარების გამოცდილება.

დაინტერესებული საკონსულტაციო კომპანიები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება მათი კვალიფიკაცია (ბროშურები, მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება, ანალოგიურ პირობებში მუშაობის გამოცდილება, სათანადო კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების არსებობა და ა.შ). კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ მათი კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით.

საკონსულტაციო კომპანიების შერჩევა განხორციელდება ხარისხზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის (QBS) პროცედურების შესაბამისად, რომელიც აღწერილია აზიის განვითარების ბანკის სახელმძღვანელოში საკონსულტაციო მომსახურების შესახებ (2013 წლის მარტის თვის გამოცემა) http://www.adb.org/site/business-opportunities/operational-procurement/consulting/documents. კონსულტანტების მოკლე სიაში (shortlist) შესულ კომპანიებს მოეთხოვებათ ტექნიკური და ფინანსური წინადადებების წარმოდგენა.

დაინტერესებულ კონსულტანტებმა ინტერესი უნდა გამოხატონ ADB-ის სტანდარტული შაბლონის ფორმატში, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს აზიის განვითარების ბანკის შესაბამის ვებ-მისამართზე, ე.წ. კონსულტანტების მართვის სისტემის მეშვეობით (Consultant Management System (CMS)), www.csrn.adb.org.

დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია  10:00–19:00 ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ინტერესის გამოხატვა უნდა მოხდეს 2014 წლის 29 აგვისტოს 18:00 საათამდე, ზემოთ მოცემულ მისამართზე ელექტრონულ ფორმატით ატვირთვის მეშვეობით ან მოტანილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე:

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

მარიამ შალამბერიძე და/ან

ია მაზანიშვილი, (m.shalamberidze@water.gov.ge;  i.mazanishvili@water.gov.ge;)

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N76

            თბილისი, საქართველო, 0186

ტელ: (995 32) 291–90–60

ვებ–გვერდი: www.water.gov.ge