სიახლეები/განცხადებები   საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამალ პროექტი No.43405
02.10.2014

1738

 

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე 

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების ყოველწლიური საბაზისო კვლევის წარმმართველი საკონსულტაციო ორგანიზაციის შესარჩევი ტენდერში

(პროექტის შესრულების მართვის სისტემის შემადგენელი ნაწილი)

 

 

ქვეყანა/სესხის მიმღები:                   საქართველო 

პროექტის დასახელება:                    საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამალ პროექტი No.43405

აზიის განვითარების ბანკის

სესხის ნომერი:                                2749-GEO (SF) 

განმახორციელებელი უწყება:            საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

                                                     (UWSCG)

საიდენტიფიკაციო ნომერი:               UWSCG/USIIP/ QCBS/01-2014

 

 

პროექტის მოკლე აღწერა::             

საქართველომ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამის განსახორციელებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების ყოველწლიური საბაზისო კვლევის წარმმართველი საკონსულტაციო ორგანიზაციის დასაქირავებლად. 

ამ კვლევის მიზანს წარმოადგენს სამეურნეო და სასმელი წყლის მართვისა და გაუმჯობესების პრაქტიკის ელემენტების გააზრება და წყალმომარაგების ქსელის განვითარების მიზნით ინფორმირების დონის შემდგომი ამაღლება.

 

საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

     · გამოითხოვოს წყალმომარაგებისა და სანიტარიის სისტემის სხვადასხვა მომსახურე ჯგუფის  შეხედულებები (მაგალითად: ქსელის დაფარვა, უსაფრთხოება, კმაყოფილება), რომელიც მოწოდებული იქნება UWSCG-ის მიერ;

     · მათი შეხედულებების ამომწურავ ფორმატში რეგისტრირება, რომელთა გამოყენებაც შედარების მიზნით იქნება შესაძლებელი პერიოდულად;

     · UWSCG-ის მენეჯმენტსა და წილის სხვა მფლობელებს წარუდგინონ კვლევების შედეგები.

კონტრაქტის მოსალოდენლი ხანგრძლივობაა 36 თვე. მონაწილეები უნდა იყვნენ ადგილობრივი კომპანიები. სავარაუდო ღირებულბაა 440,000,00 ლარი (გადასახადების ჩათვლით), მათ შორის 50 000 ლარი შეადგენს ე.წ. გაუთვალისწინებელ ხარჯს.

 

წყალმომარაგების კომპანია იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს  ზემოაღნიშნული მომსახურებაზე ინტერესის გამოსახატავად. საკონსულტაციო ფირმებს უნდა ქონდეთ მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში და უნდა მოახდინიონ 3 მსგავსი ტიპის პროექტის შესრულების გამოცდილების დემონსტრირება, კერძოდ, ინფრასტრუქტურის სფეროში გარემოზე ზემოქმედების, მომხმარებელთა კმაყოფილების და/ან საბაზისო კვლევის ჩატარების გამოცდილებები. სასურველია რომ მთავარი ექპერტები შესაბამის დისციპლინებში ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს, რომელიც მოპოვებული ექნებათ აკრედიტირებულ უნივერსიტეტებში და  აგრეთვე მათ უნდა გააჩნდეთ მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. 

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ ერთობლივ საწარმოში ან ქვე-საკონსულტაციო შეთანხმების საფუძველზე და გაზარდონ მოთხოვნილ გამოცდილებასთან შესაბამისობის დონე.

 

საკონსულტაციო კომპანიების შერჩევა განხორციელდება ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის (QCBS) პროცედურების შესაბამისად, რომელიც აღწერილია აზიის განვითარების ბანკის სახელმძღვანელოში საკონსულტაციო მომსახურების შესახებ (2013 წლის მარტის თვის გამოცემა) Guidelines on the Use of Consultants by Asian Development Bank and its Borrowers. კონსულტანტების მოკლე სიაში (shortlist) შესულ კომპანიებს მოეთხოვებათ ტექნიკური და ფინანსური წინადადებების წარმოდგენა.

დაინტერესებულ კონსულტანტებმა ინტერესი უნდა გამოხატონ ADB-ის სტანდარტული შაბლონის ფორმატში, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს აზიის განვითარების ბანკის შესაბამის ვებ-მისამართზე, ე.წ. კონსულტანტების მართვის სისტემის მეშვეობით (Consultant Management System (CMS)), www.csrn.adb.org.

დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია  10:00–19:00 ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ინტერესის გამოხატვა უნდა მოხდეს 2014 წლის 03 ნოემბრის 18:00 საათამდე, ზემოთ მოცემულ მისამართზე ელექტრონულ ფორმატით ატვირთვის მეშვეობით ან მოტანილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე:

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

მარიამ შალამბერიძე და/ან

ია მაზანიშვილი, (m.shalamberidze@water.gov.ge;  i.mazanishvili@water.gov.ge;)

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N76

თბილისი, საქართველო, 0186

ტელ: (995 32) 291–90–60

ვებ–გვერდი: www.water.gov.ge