სიახლეები/განცხადებები   საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (მე-4 ტრანში)
15.10.2014

1749

 

მოწვევა ინტერესის გამოხატვის შესახებ სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების გასაწევად (საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამის მე-4 ტრანშის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე)

ქვეყანა/სესხის მიმღები: საქართველო

პროექტი: საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (მე-4 ტრანში)

განმახორციელებელი უწყება: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

პროექტის N 43405-026

 

პროექტის მოკლე აღწერა

საქართველომ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამის განსახორციელებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებულ იქნება  სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურების დასაფინანსებლად შემდეგი ობიექტებისათვის:

(1)   ზუგდიდის მიწისქვეშ წყლების სათავე ნაგებობის, გადამცემი მილსადენის, საქაჩი სადგურის და განაწილების ქსელის;

(2)   ფოთის საკანალიზაციო ქსელის; და

(3)   ფოთის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის.

კონსულტანტი პასუხისმგებელია:

(1)   ყველა სამშენებლო სამუშაოს ზედამხედველობაზე;

(2)   კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების (რომელთა მშენებლობა–რეაბილიტაცია ხორციელდება საპროექტო–სამშენებლო კონტრაქტების ფარგლებში) პროექტების განხილვა;

(3)   საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინჟინრებისათვის ტრეინინგის ჩატარება;

(4)   საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის ნაგებობათა ექსპლუატაციაში გაშვებასა და შესრულებული სამუშაოების გადაცემაში დახმარების გაწევა.

აღნიშნული საკონსულტაციო დავალებისათვის საჭირო სავარაუდო კაც–თვეების რაოდენობა შეადგენს: საერთაშორისო კონსულტანტები – 196 კაც–თვე, ადგილობრივი კონსულტანტები – 262 კაც–თვე და დამხმარე შტატი – 153 კაც–თვე.

წყალმომარაგების კომპანია იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს  ზემოაღნიშნული მომსახურების თაობაზე ინტერესის გამოსახატავად. დაინტერესებული კონსულტანტები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება მათი კვალიფიკაცია (ბროშურები, მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება, ანალოგიურ პირობებში მუშაობის გამოცდილება, სათანადო კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების არსებობა და ა.შ). კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ მათი კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით.

საკონსულტაციო კომპანიების შერჩევა განხორციელდება ხარისხისა და ფასის შერჩევის მეთოდის (QCBS) პროცედურების შესაბამისად, რომელიც აღწერილია აზიის განვითარების ბანკის სახელმძღვანელოში საკონსულტაციო მომსახურების შესახებ (2013 წლის მაისის გამოცემა). კონსულტანტების მოკლე სიაში (shortlist) შესულ კომპანიებს მოეთხოვებათ ტექნიკური და ფინანსური წინადადებების წარმოდგენა. მოკლე სიაში მოხვედრილი კომპანიების შეფასებას მათ მიერ წარმოდგენილი წინადადების მთლიანი ქულა დაანგარიშდება წარმოდგენილი ტექნიკური და ფინანსური წინადადებების შეწონა და დაჯამება შემდეგი ფორმის შესაბამისად:

T =ტექნიკური ქულა: 90 და P=ფინანსური ქულა: 10.

დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია  10:00–19:00 ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

დაინტერესებულ კონსულტანტებმა ინტერესი უნდა გამოხატონ ADB-ის სტანდარტული შაბლონის ფორმატში, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: http://www.adb.org/site/business-opportunities/operational-procurement/consulting/documents

განაცხადის ატვირთვა უნდა მოხდეს აზიის განვითარების ბანკის შესაბამის ვებ-მისამართზე, ე.წ. კონსულტანტების მართვის სისტემის მეშვეობით (Consultant Management System (CMS), შემდეგ მისამართზე: www.csrn.adb.org.

 

ინტერესის გამოხატვის ბოლო ვადა არის:  2014 წლის 14 ნოემბერი.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

არჩილ ცაბუტაშვილი და/ან

ია მაზანიშვილი, i.mazanishvili@water.gov.ge; ან მარიამ შალამბერიძე, m.shalamberidze@water.gov.ge

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N76ბ,         თბილისი, 0186, საქართველო

ტელ: (995 32) 291–90–60

ვებ–გვერდი: www.water.gov.ge