სიახლეები/განცხადებები   საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა (ტრანში 3)
28.10.2014

1777

 

მოწვევა ტენდერში მონაწილეობის შესახებ - განმეორებითი ტენდერი

თარიღი:

28 ოქტომბერი, 2014

სესხის ნომერი და დასახელება

სესხის No. 3078-GEO მესამე ტრანში

საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა (ტრანში 3)

კონტრაქტის დასახელება და ნომერი:

1 ცალი კანალიზაციის  გამწმენდი მანქანის  შესყიდვა,  P43405-ICB-G-01-2014

წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:

10 დეკემბერი 2014, 12:00 სთ (ადგილობრივი დრო)

1. საქართველომ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამების  დასაფინანსებლად და გეგმავს აღნიშნული სესხის ნაწილი გამოიყენოს 1 ცალი კანალიზაციის გამწმენდი მანქანის შესასყიდად (კონტრაქტის ნომერი: P43405-ICB-G-01-2014).

2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (შემდგომში „შემსყიდველი“) აცხადებს დალუქული სატენდერო წინადადების მიღებას უფლებამოსილი პრეტენდენტებისგან, 1 ცალი კანალიზაციის გამწმენდი მანქანის შესასყიდად, რომელიც მიწოდებულ უნდა იქნას „შემსყიდველის“ შენობაში ქ. გორში, საქართველო.  

შესასყიდი აღჭურვილობის მოკლე აღწერა და თანმხლები მომსახურება მოცემულია ქვემოთ:

-          1 ცალი სატვირთო მანქანა კომბინირებული კანალიზაციის გამწმენდი ერთეულით, წყალგადამამუშავებელი სისტემით: კანალიზაციის სისტემის ჰიდროდინამიური მწმენდი წლის მაღალწნევიანი ნაკადით და ნარჩენების შეწოვა-ამოღებით;

-          3 მძღოლი-ოპერატორის 5-დღიანი სწავლება, რომელთაც გადაეცემათ დასრულების სერთიფიკატი, გაცემული საქონლის მწარმოებლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ;

-          საბურავების 1 სრული კომპლექტი (რომელიც მოიცავს 10 ცალ საბურავს)

3. საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობა (ICB) წარიმართება აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთ-კონვერტიანი (წინასაკვალიფიკაციო შერჩევის გარეშე) სატენდერო პროცედურების შესაბამისად. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა პრეტენდენტს აზიის განვითარების ბანკის უფლებამოსილი ქვეყნიდან.

4. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, პრეტენდენტები უნდა დაუკავშირდნენ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ შემდეგ მისამართზე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა):

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“

0186, ვაჟა-ფშაველას გამზირი 76, თბილისი, საქართველო, მე-2 სართული (შესყიდვების დეპარტამენტი)

ტელეფონი: (995 32) 291 90 60

ელექტრონული ფოსტის მისამართი: m. shalamberidze@water.gov.ge, i.mazanishvili@water.gov.ge

5. სატენდერო დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე შესაძენად, უფლებამოსილმა პრეტენდენტებმა უნდა:

·         წარმოადგინონ  წერილობითი განაცხადი მე-4 პარაგრაფში მითითებულ მისამართზე, სადაც მოთხოვნილი იქნება სატენდერო დოკუმენტაცია 1 ცალი კანალიზაციის გამწმენდი მანქანის შესყიდვაზე (კონტრაქტის ნომერი: P43405-ICB-G-01-2014); და

·         გადაიხადონ აუნაზღაურებელი სატენდერო მოსაკრებელი 180 ლარის ან 100 დოლარის ოდენობით „შემსყიდველის“ ოფისში მისაღებად ან 270 ლარის ან 150 დოლარი სატენდერო დოკუმენტაციის კურიერის მეშვეობით მისაღებად. დაკარგული გზავნილის შემთხვევაში პასუხისმგებლობა „შემსყიდველს“ არ ეკისრება.

ელექტრონული გადარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სს ლიბერთი ბანკი, ცენტრალური ფილიალი

SWIFT კოდი:                        LBRTGE22

ანგარიშის ნომერი:            GE67LB0113123325230095 GEL

GE40LB0113123325230096 USD

სატენდერო დოკუმენტაცია გაიცემა დაბეჭდილი ფორმატით (ელექტორნული ვერსიის გაცემაც მოხდება, თუმცა ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს შორის არსებული შეუსაბამოების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ბეჭდურ ვერსიას).

6. სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს:

·         მე-4 პარაგრაფში მითითებულ მისამართზე;

·         2014  წლის 5 დეკემბრის 12:00 საათზე (ადგილობრივი დროით) ან უფრო ადრე. სატენდერო დოკუმენტაციას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ოდენობაზე.

სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება უშუალოდ მათი მიღების ბოლო ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტის მიერ შერჩეული წარმომადგენლის თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ დასწრებას. დაგვიანებული წინადადებები არ მიიღება.