სიახლეები/განცხადებები   ევროკავშირის დირექტივების თემაზე სემინარი გაიმართა
22.02.2017
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინიციატივით და TAIEX- ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა სემინარი ევროკავშირის დირექტივების შესახებ, რომლებიც არეგულირებენ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირის დირექტივების ეტაპობრივი დანერგვა, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ვალდებულებას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული სემინარის მიზანს წარმოადგენდა, შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ინფორმირება სახელმწიფო შესყიდვებში ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის თაობაზე.
სემინარს ესწრებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სხვადასხვა უწყების შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.