სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
28.02.2017
  
 
გაცნობებთ, რომ ფიჭური სატელეფონო მომსახურების უწყვეტობისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, 2017 წლის 27 თებერვლის საქართველოს მთავრობის №362 განკარგულების შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციებს დაერთოთ ნება CON150000078 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებლებთან (შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ CON150000078 კონსოლიდირებული ტენდერის პირობების შესაბამისად, 2017 წლის 1 აპრილამდე.

მიბმული ფაილები