სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
12.03.2018
  
 
გაცნობებთ, რომ 2018-2019 წლების განმავლობაში სტანდარტული უწყვეტი კვების წყაროების (შემდგომში - უწყვეტი კვების წყარო) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება. კონსოლიდირებული ტენდერის დაგეგმვის, ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების მიზნით საჭიროა დაზუსტდეს, უწყვეტი კვების წყაროების რა რაოდენობა გესაჭიროებათ 02.04.2018 – 01.04.2019 პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, გთხოვთ, არაუგვიანეს ამა წლის 14 მარტისა, კონსოლიდირებული ტენდერების მენჯემენტის სისტემის მეშვეობით (ctd.spa.ge) წარმოადგინოთ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში შესასყიდი უწყვეტი კვების წყაროების რაოდენობრივი გეგმა.
იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ვადაში არ მოახდენთ უწყვეტი კვების წყაროების გეგმის შევსებას, შესაძლოა თქვენი მოთხოვნა არ იქნეს გათვალისწინებული უწყვეტი კვების წყაროების კონსოლიდირებული ტენდერის საორიენტაციო რაოდენობაში და კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას უწყვეტი კვების წყაროების შესყიდვის პროცესში  შეგექმნათ შეფერხება.