სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
16.08.2016
   
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
 
როგორც თქვენთვის ცნობილია, შემსყიდველ ორგანიზაციებს დაევალათ თანამშრომელთა (თანამდებობის პირები და სხვა თანამშრომლები) სამსახურებრივი მივლინებების ფარგლებში მათ მიერ 2015 წლის განმავლობაში შესყიდული ავიბილეთების შესახებ ინფორმაციის წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 15 აგვისტო.
საყურადღებოა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შემსყიდველების მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ არ წარმოუდგენია.
გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ ზემოაღნიშნულ თხოვნას და გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა ძალზედ მნიშვნელოვანია კვლევის განხორციელებისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ინფორმაციის წარმოდგენის საბოლოო ვადა გადაიწევს 2016 წლის  22 აგვისტოს ჩათვლით და გთხოვთ, არაუგვიანეს 2016 წლის 22 აგვისტოსი,  ctd.spa.ge მოდულის მეშვეობით მოგვაწოდოთ სტატისტიკა 2015 წლის განმავლობაში თქვენი ორგანიზაციის მიერ შესყიდული ავიაბილეთების შესახებ.